შეუერთდი გუნდს, რომელიც საქართველოში სწრაფ და საიმედო ოპტიკურ ქსელს აშენებს.
მეტრონეტი მუდმივად ეძებს მოტივირებულ და ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩვენთან ერთად ზრდა და განვითარება. თუ თქვენთვის სასურველ პოზიციას ქვემოთ მოცემულ სიაში ვერ იპოვით, მაინც გამოგვიგზავნეთ რეზიუმე — ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მას და შევინახავთ ჩვენს ბაზაში მომავალი შესაძლებლობებისთვის.
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე
hr@metronet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
ვაკანსიები
ღია პოზიციები
მეტრონეტი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებულ ინჟინერ-ტექნიკოსს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ქსელური ინფრასტრუქტურის მონტაჟის, გამართვის, ტექნიკური მომსახურებისა და განვითარებისთვის საჭირო პროცესებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
კომპიუტერისა და ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
ქსელური მოწყობილობებისა და ინტერნეტკავშირის ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობისა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
საველე პირობებში მუშაობის მზადყოფნა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განათლება;
სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
ქსელური პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
Wi-Fi ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და გამართვის გამოცდილება;
ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
B კატეგორიის მართვის მოწმობა.
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@metronet.ge
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
პროექტების ეტაპებისა და სამუშაო გეგმის შესაბამისად საჭირო ტექნიკური მოწყობილობების, მასალებისა და სხვა რესურსების განსაზღვრა;
პროექტებისთვის საჭირო რესურსების მოთხოვნის, დარეზერვების, გაცემისა და გამოყენების პროცესების კოორდინაცია;
რესურსების დროული ხელმისაწვდომობის კონტროლი და შესაძლო დეფიციტის შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
მოთხოვნილი, დარეზერვებული, გაცემული და გამოყენებული რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლი;
რესურსების მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ინფორმაციის სისტემატიზაცია;
პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის მიმართულებით;
რესურსების გამოყენების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
პროექტის დასრულების შემდეგ გამოყენებული რესურსების შეჯამება, ნაშთების გადამოწმება და საბოლოო ანგარიშის მომზადება;
ტექნიკურ, შესყიდვების, საწყობისა და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
რესურსების დაგეგმვის, აღრიცხვისა და კონტროლის პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა და გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ტექნიკური, საინჟინრო, ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების კოორდინაციის, რესურსების მართვის, ლოგისტიკის, მარაგების აღრიცხვის ან ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიმართულებით;
რესურსების, მასალებისა და მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის პრინციპების ცოდნა;
მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სისტემატიზების უნარი;
MS Office-ის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მიმართულებით;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის ეფექტიანად მართვისა და რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია
პროექტების მართვის პროგრამებთან (MS Project, Jira, Trello ან სხვა მსგავსი სისტემები) მუშაობის გამოცდილება;
ტექნიკურ ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
საწყობის, შესყიდვების ან მატერიალური რესურსების მართვის პროცესების ცოდნა;
პროექტების მართვის მიმართულებით შესაბამისი სერტიფიკატი (PMP, PRINCE2, Agile/Scrum ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@metronet.ge
მეტრონეტი ეძებს გამოცდილ Senior Java Developer-ს, რომელიც ჩაერთვება თანამედროვე, საიმედო და მასშტაბირებადი პროგრამული სისტემების დიზაინში, განვითარებასა და ოპტიმიზაციაში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს Java-სა და Backend სისტემების განვითარების ღრმა ცოდნა, პროგრამული არქიტექტურის გააზრების უნარი და კომპლექსური ტექნიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
Java-ზე დაფუძნებული Backend აპლიკაციებისა და სერვისების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა.
Spring Boot-ის გამოყენებით საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბირებადი აპლიკაციების შექმნა.
RESTful API-ების შემუშავება და გარე სისტემებთან ინტეგრაცია.
მონაცემთა ბაზების სტრუქტურის დაპროექტება, SQL მოთხოვნების ოპტიმიზაცია და მონაცემთა დამუშავების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
პროგრამული არქიტექტურისა და არსებული სისტემების წარმადობის გაუმჯობესება.
კოდის ხარისხის უზრუნველყოფა, რეფაქტორინგი და Code Review პროცესებში მონაწილეობა.
Unit და Integration ტესტების შემუშავება და ავტომატიზებული ტესტირების პრაქტიკის დანერგვა.
პროგრამული შეცდომების იდენტიფიცირება, ანალიზი და აღმოფხვრა.
უსაფრთხოების, წარმადობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის სტანდარტების დაცვა.
გუნდთან თანამშრომლობა ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და პროექტების დაგეგმვის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და გამოცდილება
უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგში.
Java-ს გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მინიმუმ 5-წლიანი კომერციული გამოცდილება.
Backend სისტემების განვითარებისა და მხარდაჭერის პრაქტიკული გამოცდილება.
ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და დიზაინის პატერნების საფუძვლიანი ცოდნა.
ტექნიკური ცოდნა
Java-ს საფუძვლიანი ცოდნა, მათ შორის Collections Framework-ის, Generics-ის, Exception Handling-ის, Stream API-ისა და Multithreading-ის.
Spring Framework-ისა და Spring Boot-ის პრაქტიკული გამოცდილება.
Spring Security-ის გამოყენებით ავტორიზაციისა და ავთენტიფიკაციის მექანიზმების შემუშავების ცოდნა.
Hibernate/JPA-სა და ORM ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
RESTful API-ების დიზაინისა და განვითარების გამოცდილება.
რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება და SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა.
Git-ის გამოყენებით ვერსიების კონტროლისა და გუნდური მუშაობის გამოცდილება.
Unit და Integration ტესტირების პრინციპებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა.
პროგრამული არქიტექტურის, მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების პრაქტიკული ცოდნა.
სასურველია
მიკროსერვისული არქიტექტურისა და სისტემებს შორის ინტეგრაციის გამოცდილება.
PostgreSQL, Oracle ან Microsoft SQL Server-თან მუშაობის გამოცდილება.
Maven ან Gradle Build სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
Docker-ისა და CI/CD პროცესების ცოდნა.
JUnit, Mockito და Testcontainers-ის გამოყენების გამოცდილება.
ასინქრონული დამუშავებისა და შეტყობინებების გაცვლის მექანიზმების ცოდნა.
Linux გარემოში მუშაობის გამოცდილება.
AWS ან სხვა Cloud პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
ანალიტიკური აზროვნება და რთული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი.
დამოუკიდებლად მუშაობისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ტექნიკური გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ცოდნის გაზიარების უნარი.
ენობრივი მოთხოვნა
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
ჩვენ გთავაზობთ
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საინტერესო პროექტებზე მუშაობას.
პროფესიონალურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გრძელვადიანი პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობას.
თუ გაქვთ Java-სა და Backend სისტემების განვითარების სიღრმისეული ცოდნა და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საიმედო და მასშტაბირებადი პროგრამული სისტემების შექმნაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.