მეტრონეტი ჩვენს შესახებ ინტერნეტი სერვისები კონტაქტი
(032) 2 033 444
მეტრონეტი

ჩვენს
შესახებ

მეტრონეტი არის საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპორაციულ მომხმარებლებსა და ბიზნეს სექტორზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მაღალსიჩქარიან, დაბალი ლატენტობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტსა და თანამედროვე ქსელურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ საიმედო, სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტი ყველა ბიზნეს მომხმარებლისთვის. მეტრონეტს გააჩნია საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და სხვა ქსელებთან ხარისხიანი ურთიერთჩართვები, რაც ხელს უწყობს სტაბილური, მაღალხარისხიანი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფას.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურების ხარისხს, ქსელის სტაბილურობასა და კორპორაციული მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებას. მეტრონეტის მიზანია, ბიზნესსექტორს მიაწოდოს საიმედო სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ხელი შეუწყოს კომპანიების შეუფერხებელ საქმიანობას თანამედროვე ციფრულ გარემოში.

Metronet
500კმ+

საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი

4წელი

თქვენს სამსახურში 20+ წლიანი გამოცდილებით

24/7

საათის განმავლობაში ტექნიკური დახმარება

ჩვენი
ინფრასტრუქტურა

მეტრონეტი ფლობს 500+ კმ საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს საქართველოში, 44+ მაგისტრალური კვანძით, რომელიც ყოველდღე სტაბილურად ფართოვდება და იზრდება. ჩვენი ქსელი მოიცავს გაუნათებელ და განათებულ ოპტიკურ ხაზებს, Point-to-Point სერვისებს და Dual Path სისტემებს, რაც უზრუნველყოფს 99.9%-იან uptime-ს.

ჩვენი
გამოცდილება

20+ წლიანი გამოცდილებით 4 წელზე მეტია ჩვენი გამოცდილი გუნდი გვერდში უდგება ბიზნეს კლიენტებს. ტექნიკური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 24/7. ჩვენ ვამაყობთ სწრაფი რეაგირებით და ინდივიდუალური მიდგომით თითოეული კლიენტისადმი.

რატომ მეტრონეტი
სანდოობა

99.9% Uptime SLA-ით. ჩვენი ქსელი გეოგრაფიულად დაცულია Dual Path სისტემის მეშვეობით — ერთი მარშრუტის გათიშვის შემთხვევაში, კავშირი ავტომატურად გადაერთვება ალტერნატიულ მარშრუტზე. ეს უზრუნველყოფს ქსელის მაღალ მდგრადობასა და ბიზნეს პროცესების უწყვეტობას.

სიჩქარე

შეუზღუდავი გამტარუნარიანობა და დაბალი ლატენტურობა. ჩვენი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი უზრუნველყოფს სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირს, რომელიც თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს პასუხობს. სიჩქარე და წარმადობა, რომელიც თქვენს კომპანიას ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოება

P2P ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი უზრუნველყოფს პირდაპირ, იზოლირებულ და დაცულ არხს მონაცემთა გაცვლისთვის. ქსელური კავშირის ეს ტექნოლოგია ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საიმედო კავშირით და საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტით.

მხარდაჭერა

24/7 ტექნიკური მხარდაჭერა პროფესიონალთა გუნდისგან. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, დროულად მოახდინონ რეაგირება ტექნიკურ საკითხებზე და შემოგთავაზონ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება. ჩვენთვის თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანია — ვიცნობთ თქვენს საჭიროებებს და ვზრუნავთ თქვენი ბიზნესის შეუფერხებელ მუშაობაზე.

მზად ხარ
დაუვიწყარი კავშირისთვის?

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორი პაკეტის შერჩევაში